Zavod O, Zavod škofjeloške mladine დაფუძნდა  1991 წელს Škofja Loka Students Club – ის მიერ. დაფუძნების მიზეზი გახდა აქტივობების სიმრავლე და სირთულე , რომელსაც მხოლოდ  Škofja Loka Students Club-ი ვეღარ ართმევდა თავს.  Zavod O არის არამომგებიანი, არასამთავრობო და მოხალისეობრივ სამსახურზე დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია.  ორგანიზაციის აქტივობების მიზანია ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დონის ამარლება, კულტურისა და ხელოვნების სფეროს, არაფორმალური განათლების განვითარება სკოფია ლოკაში.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების მიზანია შეიქმნას ჯანსაღი გარემო არაფორმალური გნათლებისთვის, სხვადასხვა პრაქტიკული გამოცდილების  მისაღებად. აქტივობები წახალისებას უკეთებს მოხალისეობრივ სამუშაოებს, ინტერნაციონალურ  ურთიერთობებს.

ჩვენი განყოფილებები
ახალგაზრდულ-კულტურული ცენტრი Red Oyster
ახალგაზრდულ-კულტურული ცენტრი Red Oyster (MKC Pri rdeči ostrigi)-ში გთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს ყოველ კვირა, ხუთი დღის განმავლობაში. საკონცერტო დარბაზი მუსიკალური და თეატრალური აქტივობების ჩატარების საშუალებას იძლევა. იქვე არის უფრო დიდი საკონცერტო ადგილი, რომელიც საშუალებას გაძლევს გააკეთო უფრო ფართომასშტაბიანი კონცერტები და აქტივობები. ახალგაზრდულ-კულტურულ ცენტრში ყოველ წელს დაახლოებით 150 წარმოდგენა იმართება. ყველა წარმოდგენა ორგანიზებულია ახალგაზრდების მიერ.
http://ostriga.org
მულტიმედია ცენტრი პულსარი
მულტიმედია ცენტრი პულსარი (MMC Pulsar) არის ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურად გამოყენებადი ახალგაზრდული საინფორმაციო სერვისის ცენტრი სკოფია ლოკაში. ცენტრი უზრუნველყოფს უფასო ინტერნეტ სივრცეს, კომპიუტერულ კლასებს, ვიდეო და აუდიო აღჭურვილობას, ვებ გვერდების, ფლაერების, პოსტერების კურსებს. ასევე, ცენტრის სერვერზე იტვირთება არამომგებიანი ორგანიზაციის გვერდები. მრავალფუნქციური ოთახი ორგანიზაციის წევრების მიერ გამოიყენება შეხვედრებისთვისა და არაფორმალური განათლების აქტივობებისთვის.
http://www.pulsar.si
სამხატვრო სტუდია CLOBB
სამხატვრო სტუდია CLOBB ახალგაზრების აძლევს საშუალებას განივითარონ და გამოამჟღავნონ თავიანთი კრეატიული პოტენციალი. სტუდია ძველ ქალაქში მდებარეობს და ახალგაზრდებს მრავალი აქტივობების გაკეთების საშუალებას აძლევს, მაგალითად, როგორიცაა ფოტოგრაფიული, ხატვის, თიხის, გრაფიკული დიზაინის აქტივობები.
http://www.ateljeclobb.org
Zavod O ინტერნაციონალი
Zavod O ინტერნაციონალი დაფუძნდა ინტერნაციონალური აქტივობების რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაძლიერების გამო. ჩვენ სტიმულირებას ვუკეთებთ ინტერნაციონალურ აქტივობებს, გაცვლით პროგრამებს -მათს შორის Youth in Actio-სა და Erasmusc-ს ჩვენს ახალგაზრდებში, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩართულნი იყვნენ და მეტი სარგებელი მიიღონ.
http://international.zavodo.org
არასამთავრობო ორგანიზაციების ცენტრი Gorenjska region, 2011-2014
არასამთავრობო ორგანიზაციების ცენტრი Gorenjska region (Grozd) - ისთვის არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშესაწყობად დაარსებული ცენტრი. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რათა უკეთ განახორციელონ მათ თავიანთი საქმიანობა. ჩვენ ასევე ვაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთმანეთთან.

თარგმნა თამარ ყოჩიაშვილი.
გამოხმაურება

თამარ ყოჩიაშვილიზავოდ ო- ში  არიან ძალიან საინტერესო და დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ სწორი ამბიცია და ძალა, შეცვალონ გარემო მათ გარშემო და გარემო ყველა იმ ადამიანის გარშემო, ვინც იქ მოხვდება… ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციაში მორვაწეობენ არიან მთელი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი ადამიანები თავიანთი სტუმართმოყვარეობით, პოზიტიურობით, უმდიდრესი კულტურით და არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით… მე ვიტყოდი, რომ ზავოდ ო, არის საუკეთესო ადგილი, სადაც  აღმოაჩენ შენს თავს – უკეთეს შენს თავს…

თამარ ყოჩიაშვილი, მოხალისე ჯგუფში EVS პროექტის Zavod O – მწვანე გული, ზაფხულში 2012
კონტაქტი
Zavod O
Mestni trg 20
4220 Škofja Loka
Slovenija
+ 386 40 477 640
[email protected]